„ფემინიზმი და ქალთა მოძრაობების“ სასემინარო მოდული მოიცავს, ფემინისტური აზრის ევოლუციას და ეყრდნობა ფემინისტურ თეორიაში საბაზისო ავტორებს, მოკლედ მიმოიხილავს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ძირითად, წყალგამყოფ ისტორიულ მომენტებს და ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის ეკონომიკაზე, ფემინისტური სოციალური პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე. გარდა ამისა, სემინარზე განიხილება, არა მხოლოდ გლობალური, არამედ ლოკალური გამოცდილებები და ქართულ რეალობაში მდგარი საჭიროებები თუ გამოწვევები. სემინარის ბოლო ნაწილი კი ეთმობა თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგის განხილვას და თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი დებატების თუ დილემების ანალიზს.
სემინარი მოიცავს, როგორც ნარატიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილებს. სწავლების პროცესი ითვალისწინებს ინტერაქციული მეთოდების ინტეგრირებას, შესაბამისად, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, შემოქმედებითი, ალტერნატიული და კრიტიკული ფორმებით გააზიარონ საკუთარი ხედვები თუ გამოცდილებები.
მოდული განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი გენდერის, სოციალური პოლიტიკის და ფემინისტური ისტორიის საკითხებს უკეთ გაეცნონ, ნათლად დაინახონ ამ საკითხებს შორის პარალელები და ინტერსექციულობის პერსპექტივით გაანალიზონ მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, სკოლა ორიენტირებულია საკვანძო საკითხებზე კრიტიკული დისკუსიის წარმართვისთვის სივრცის გახსნაზე განსხვავებული სოციალური ჯგუფებისთვის.
სემინარს წაუძღვებიან: