საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის შემოდგომის სემინარზე:
კეთილდღეობის სახელმწიფო: სამართლიანობა, ეკონომიკა და ძალაუფლება
სემინარი მიზნად ისახავს სახელწიფოსა და ეკონომიკის, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთმიმართებების შესახებ ალტერნატიული ხედვების გაანალიზებას. კერძოდ, კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად განვიხილავთ სახელმწიფოსა და კაპიტალის ურთიერთკავშირის შესახებ კლასიკურ თეორიებს, კეთილდღეობის სახელმწიფოს არსს, კეთილდღეობის სახელმწიფოს წარმოშობის ისტორიასა და ევოლუციას, მის განსხვავებულ მოდელებსა და სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. გარდა ამისა, სემინარი დაეთმობა ნეოლიბერალური გლობალიზაციის კონტექსტში კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისზე მსჯელობას.
გარდა თეორიული მასალისა, სემინარი დატვირთული იქნება პრაქტიკული აქტივობებით. სამუშაო პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა.
სემინარზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ - >>>>> კეთილდღეობის სახელმწიფო
ტექნიკური საკითხები (სრულად სანახავად გახსენით - სოციალური სახელმწიფო)
- სემინარები გაიმართება გუდაურში, 27 - 29 სექტემბერს.
- სემინარზე მონაწაილეობისთვის მინიმალური ასაკი არის 18 წელი.
- მოდულში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მათ ვისაც არ გაუვლია ღნიშნული მოდული.
- შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი თბილისი-გუდაური-თბილისი, ასევე სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების თბილისამდე ან გუდაურამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში. ტაქსით ან პირადი ავტომობილით მგზავრობა არ ანაზღაურდება.
- პროექტის მონაწილეობის საფასურია 30 ლარი, რომელსაც აპლიკანტი იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს შეტყობინებას პროექტის გუნდისგან, რომ იგი შერჩეულია სემინარის მონაწილედ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი!
დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება!
სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
მეილზე: progresuliskola@gmail.com ან FB - ზე