გუგა ამჟამად ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სოციალური მედიის მონიტორად მუშაობს. სამსახურში გამორჩეულად ფოკუსირებულია ისეთ საკითხზე, როგორიცაა ონლაინ სივრცეში სქესის თუ გენდერის ნიშნით დისრიმინაცია.
წარსულში თანამშრომლობდა რამდენიმე კვლევით ორგანიზაციასთან. მათ შორის, მონაწილეეობა აქვს მიღებული კვლევებში, რომლებიც საქართველოს განსხვავებულ რეგიონებში ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა.
განსაკუთრებით დაინტერესებულია თანამედროვე ფემინიზმით, მისი სახეებით, ფემინისტური ლიტერატურით და ხელოვნებით.