ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალ დემოკრატიის საფუძვლები

საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის შემოდგომის სემინარზე:

 

სოციალ დემოკრატიის საფუძვლები

პროგრესული იდეების სკოლის ეს მოდული წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა.

სემინარი შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  • სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია: საქართველო და მსოფლიო.
  • შრომის პოლიტიკა;

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ   >>>>  სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები

 

 

ტექნიკური საკითხები  (სრულად სანახავად გახსენით - სოც. დემოკრატიის საფუძვლები)

  • სემინარები გაიმართება გუდაურში,  27 - 29 სექტემბერს.
  • მოდულში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მათ ვისაც არ გაუვლია ღნიშნული მოდული.
  • სემინარზე მონაწაილეობისთვის მინიმალური ასაკი არის 18 წელი.
  • შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი თბილისი-გუდაური-თბილისი, ასევე სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების თბილისამდე ან გუდაურამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში. ტაქსით ან პირადი ავტომობილით მგზავრობა არ ანაზღაურდება.
  • პროექტის მონაწილეობის  საფასურია 30 ლარი, რომელსაც აპლიკანტი იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს შეტყობინებას პროექტის გუნდისგან, რომ იგი შერჩეულია სემინარის მონაწილედ.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი!

დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება!

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:

მეილზე: progresuliskola@gmail.com ან FB - ზე