ელენე ბერიაშვი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მოპოვებული აქვს
Erasmus+ ის და The DAAD Eastern Partnerships-ის კვლევითი გრანტები მისი სადოქტორო ნაშრომი ეხება ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის გავლენებს და თანამედროვე ფემინისტურ დღისწესრიგს.
ის, გახლდათ ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (იენა, გერმანია) გენდერის და ისტორიის დეპარტამენტის მიწვეული მკვლევარი.
კვლევის ინტერესები: ფემინისტური ისტორიოგრაფია, ახალი და უახლესი პოლიტიკური ისტორია, გენდერი, შრომა და მიგრაცია.
ელენე გახლავთ შრომის და ქალთა საკითხების ტრენერი და კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან.
ის მონაწილეობს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის, სოფლად მცხოვრები ქალების, მიგრაციის და ქალთა შრომითი უფლებებების შესახებ განხორციელებული პროექტებში.
არის როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პუბლიკაციების ავტორი.