ირაკლი ირემაძე არის, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (ისტორია). არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის იდეის ავტორი და სპიკერი. 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევის ცენტრს. მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამის კოორდინატორად. წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ კონსულტაციას უწევდა საჯარო დაწესებულებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის ქართულად, ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად გამოცემული სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული კრებულების, წიგნებისა და სტატიების ავტორი.
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში