საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის შემოდგომის სემინარებზე:
პროგრესული იდეების სკოლის ეს მოდული წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა. სემინარი შედგება შემდეგი მოდულებისგან:
• სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
• სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
• სოციალ-დემოკრატიის ისტორია: საქართველო და მსოფლიო.
• შრომის პოლიტიკა;
კეთილდღეობის სახელმწიფო: სამართლიანობა, ეკონომიკა და ძალაუფლება
სემინარი მიზნად ისახავს სახელწიფოსა და ეკონომიკის, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთმიმართებების შესახებ ალტერნატიული ხედვების გაანალიზებას. კერძოდ, კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად განვიხილავთ სახელმწიფოსა და კაპიტალის ურთიერთკავშირის შესახებ კლასიკურ თეორიებს, კეთილდღეობის სახელმწიფოს არსს, კეთილდღეობის სახელმწიფოს წარმოშობის ისტორიასა და ევოლუციას, მის განსხვავებულ მოდელებსა და სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. გარდა ამისა, სემინარი დაეთმობა ნეოლიბერალური გლობალიზაციის კონტექსტში კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისზე მსჯელობას. გარდა თეორიული მასალისა, სემინარი დატვირთული იქნება პრაქტიკული აქტივობებით. სამუშაო პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა.
ტექნიკური საკითხები
• სემინარები გაიმართება გუდაურში, 27 - 29 სექტემბერს.
• სემინარზე მონაწაილეობისთვის მინიმალური ასაკი არის 18 წელი.
• შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი თბილისი-გუდაური-თბილისი, ასევე სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების თბილისამდე ან გუდაურამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში. ტაქსით ან პირადი ავტომობილით მგზავრობა არ ანაზღაურდება.
• პროექტის მონაწილეობის საფასურია 30 ლარი, რომელსაც აპლიკანტი იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს შეტყობინებას პროექტის გუნდისგან, რომ იგი შერჩეულია სემინარის მონაწილედ.
მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სასურველ სემინარზე მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა:
კეთილდღეობის სახელმწიფო: სამართლიანობა, ეკონომიკა და ძალაუფლება
დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება!
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი!
სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
მეილზე: progresuliskola@gmail.com ან FB - ზე