ია ერაძე ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების დოქტორია. ამჟამად არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და მკვლევარი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში. იას აქვს კვლევის ათწლიანი და სწავლების ოთხწლიანი გამოცდილება. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ია მუშაობდა მკვლევრად ლაიბნიცის ინსტიტუტის თანამედროვე ისტორიის ცენტრში, პოტსდამში. იგი ასევე გახლდათ მიწვეული მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ტრინიტი კოლეჯში, ვენის უნივერსიტეტსა და Sciences Po-ში. იას აქვს სწავლების გამოცდილება კასელის უნივერსიტეტში, ბერლინის სამართლის და ეკონომიკის სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და GIPA-აში. ია არის ავტორი მონოგრაფიისა Unravelling Dollarization Persistence: the case of Georgia (Routledge, 2023) და თანაავტორი წიგნისა At the expenses of others? How the imperial mode of living prevents a good life for all (Oekom Verlag, 2019). იას სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში (Cambridge Journal of Economics, Globalizations, Jahrbücher für Geschichte Osteuropas, Caucasus Analytical Digest) და საერთაშორისო გამომცემლობების წიგნებში (Edward Elgar Publishing). ია არის ასევე თხუთმეტამდე ინგლისური და ქართულენოვანი პოლიტიკის დოკუმენტის, სამეცნიერო ბლოგის და პოპულარული გამომცემლობების სტატიის ავტორი (გამოქვეყნებული ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ინდიგოს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის, Phenomenal World, Eurasianet-ის მიერ).
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში