კოტე ერისთავი სამართლის თეორიის დოქტორია. ამჟამად არის ადამიანის უფლებების პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). 2016 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო თეზისი სახელწოდებით ‘სოციალური უფლებების რადიკალური თეორიისკენ’. 2018-2019 წლებში გაიარა პოსტდოქტურანტურა ოქსფორდის უნივერსიტეტში. იგი ასევე გახლდათ მიწვეული მკვლევარი ბერლინის თავისუფალ და ბრემენისა უნივერსიტეტებში. კოტეს აქვს სწავლების გამოცდილება ედინბურგის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო, ილიას და კავკასიის უნივერსიტეტებში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში (Law and Critique, Europe-Asia Studies). კოტე არის ასევე რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტის და კვლევის ავტორი.
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში