საქართველოს პროგრესული ფორუმი იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის თემარტურ სემინარებზე:
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები
სასემინარო მოდული მოიცავს, ფემინისტური აზრის ევოლუციას და ეყრდნობა ფემინისტურ თეორიაში საბაზისო ავტორებს, მოკლედ მიმოიხილავს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ძირითად, წყალგამყოფ ისტორიულ მომენტებს და ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის ეკონომიკაზე, ფემინისტური სოციალური პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე. გარდა ამისა, სემინარზე განიხილება, არა მხოლოდ გლობალური, არამედ ლოკალური გამოცდილებები და ქართულ რეალობაში მდგარი საჭიროებები თუ გამოწვევები. სემინარის ბოლო ნაწილი კი ეთმობა თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგის განხილვას და თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი დებატების თუ დილემების ანალიზს.
სოციალ დემოკრატიის საფუძვლები
პროგრესული იდეების სკოლის ეს მოდული წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა.