ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები

საქართველოს პროგრესული ფორუმი ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას პროგრესული იდეების სკოლის თემატურ სემინარზე: ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები.  სემინარი ჩატარდება ორ ნაკადად: 20-22 ოქტომბერსა და 17-19 ნოემბერს გუდაურში.

სემინარზე განხილული იქნება:

  • ქალთა მოძრაობების ისტორია;
  • ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის;
  • ფემინისტური  სოციალურ და ეკონომიკური პოლიტიკა;
  • ფემინისტური საგარეო პოლიტიკა
  • თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი;
  • ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში.

სემინარი დატვირთული იქნება პრაქტიკული აქტივობებით. სამუშაო პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ  მიღებული ცოდნა.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ.

მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი აპლიკაციების საფუძველზე.

სემინარში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით მონაწილეობის პირობებს.  სააპლიკაციო ფორმა გადმოგზავნეთ ქვემოთ მითითებული ვადების დაცვით:

   * 20-21-22 ოქტომბერის სემინარი - სარეგისტრაციო ფორმა - რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1-ელი ოქტომბერი!

   * 17-18-19 ნოემბრის სემინარი - სარეგისტრაციო ფორმა - რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი!

 

დაგვიანებით შემოსული აპლიკაციები არ განიხილება!

 

გისურვებთ წარმატებას.