ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სალომე შარაშენიძე

სალომე შარაშენიძე მუშაობს საგრანტო კონკურსებისა და პროექტების მენეჯმენტის სფეროში ბოლო 10 წელია.

სალომე მუშაობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში როგორც ადგილობრივი და ბილატერალური საგრანტო კონკურსების კოორდინატორი. ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივ წარმომადგენლობებში, როგორიც არის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (დაად). სალომეს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათ შორის პროექტები ევროკავშირის დაფინანსებით.

სალომე შეუერთდა საქართველოს პროგრესულ ფორუმს 2015 წელს. 2021 წლიდან ის არის ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

სალომე ფლობს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს. ის ლაპარაკობს ორ ენაზე: ინგლისური და რუსული.