ლელა არის ადამიანის უფლებების იურისტი 2014 წლიდან და მისი ინტერესები ძირითადად უკავშირდება სოციალური უფლებების რეალიზებას და სოციალური პოლიტიკის ფორმირებას საქართველოში. წლების მანძილზე ლელა მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების იურისტად სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და სოციალური უფლებების სტანდარტების დამკვირდების/განმტკიცების ხელშეწყობისათვის. ლელა არის დამოუკიდებელი მკვლევარი და აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ლელას ძირითადი საქმიანობა უკავშირდება ანალიტიკური დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების, ანგარიშებისა და შეფასებების მომზადებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მექანიზმების ფუნქციონირების შესახებ. ლელა 2015 წლიდან არის მოქმედი ადვოკატი და აქვს ეროვნულ სასამართლოებში ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიულ საქმეებზე საქმისწარმოების გამოცდილება. 2021 წლიდან ლელა არის ევროპის საბჭოს ეროვნული კონსულტანტი სოციალური უფლებების მიმართულებით. 2021 წლიდან ლელა შეუერთდა საქართველოს პროგრესული ფორუმის გუნდს. 2023 წლიდან ის ორგანიზაციის გამგეობის წევრია.
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში