საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის თემარტურ სემინარებზე:
სასემინარო მოდული მოიცავს, ფემინისტური აზრის ევოლუციას და ეყრდნობა ფემინისტურ თეორიაში საბაზისო ავტორებს, მოკლედ მიმოიხილავს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ძირითად, წყალგამყოფ ისტორიულ მომენტებს და ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის ეკონომიკაზე, ფემინისტური სოციალური პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე. გარდა ამისა, სემინარზე განიხილება, არა მხოლოდ გლობალური, არამედ ლოკალური გამოცდილებები და ქართულ რეალობაში მდგარი საჭიროებები თუ გამოწვევები. სემინარის ბოლო ნაწილი კი ეთმობა თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგის განხილვას და თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი დებატების თუ დილემების ანალიზს.
რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ >>>> ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები
ტექნიკური საკითხები (სრულად სანახავად გახსენით - ფემინიზმი)
- სემინარები გაიმართება გუდაურში, 31 მაისი 2 ივნისის პერიოდში.
- სემინარზე მონაწაილეობისთვის მინიმალური ასაკი არის 18 წელი.
- შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი თბილისი-გუდაური-თბილისი, ასევე სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების თბილისამდე ან გუდაურამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში. ტაქსით ან პირადი ავტომობილით მგზავრობა არ ანაზღაურდება.
- პროექტის მონაწილეობის საფასურია 30 ლარი, რომელსაც აპლიკანტი იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს შეტყობინებას პროექტის გუნდისგან, რომ იგი შერჩეულია სემინარის მონაწილედ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 მაისი!
დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება!
სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
მეილზე: progresuliskola@gmail.com ან FB - ზე