17-19 ნოემბერს ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით განხორციეელდა კიდევ ერთი სასემინარო მოდული სახელწოდებით ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები.
სემინარზე განხილული იყო თემები, როგორიცაა:
- ქალთა მოძრაობების ისტორია;
- ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის;
- ფემინისტური სოციალურ და ეკონომიკური პოლიტიკა;
- ფემინისტური საგარეო პოლიტიკა
- თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი;
- ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში.
გარდა ნარატიული ნაწილისა, სემინარი დატვირთული იყო დისკუსიებით, ინტერაქციული და სიმულაციური სავარჯიშოებით.