საქართველოს პროგრესული ფორუმი ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას პროგრესული იდეების სკოლის თემატურ სემინარზე: ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები. სემინარი ჩატარდება ორ ნაკადად: 20-22 ოქტომბერსა და 17-19 ნოემბერს გუდაურში.
სემინარზე განხილული იქნება:
- ქალთა მოძრაობების ისტორია;
- ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის;
- ფემინისტური სოციალურ და ეკონომიკური პოლიტიკა;
- ფემინისტური საგარეო პოლიტიკა
- თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი;
- ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში.
სემინარი დატვირთული იქნება პრაქტიკული აქტივობებით. სამუშაო პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა.