ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ძირითადი თემები
პოლიტიკური ლიდერობა და კომუნიკაციები
პროგრესული იდეების სკოლა 2024 ის ფარგლებში, პროგრესული ფორუმი და მაქს ვან დერ შტოელის ფონდთან (FMS, ჰოლანდია) ერთად ახორციელებს სამ დღიან სემინარ-ტრეინინგს. ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს საშუალება გაიუმჯებესონ კომუნიკაციის და ლიდერობის უნარები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ეფექტურ კომუნიკაციის და ლიდერობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. მოდული მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დისკუსიებს და ვორქშოფებს.
 
 
მოდულს წაუძღვებიან:
Rowdy Boeyink
Kido Koenig
კეთილდღეობის სახელმწიფო: სამართლიანობა, ეკონომიკა და ძალაუფლება
ქართულ პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეში, სახელმწიფოს, ეკონომიკისა და მოქალაქეობის შესახებ წარმოდგენები ნეოლიბერალური იდეებითაა გამსჭვალული. ბაკალავრიატისა თუ მაგისტრატურის საფეხურზე, როგორც წესი, სტუდენტებს ამ იდეებს ერთადერთ ჭეშმარიტებად აწვდიან, რაც აღარ ტოვებს ადგილს ალტერნატიული მიდგომებისთვის. მიმდინარე და წარსული სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ასეთი მიკერძოებული გაგება ხელს უწყობს არსებული უთანასწორო სოციალური წესრიგის ლეგიტიმაციას. კურსი მიზნად ისახავს სახელწიფოსა და ეკონომიკის, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთმიმართებების შესახებ ალტერნატიული ხედვების გაანალიზებას. კერძოდ, კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად განვიხილავთ სახელმწიფოსა და კაპიტალის ურთიერთკავშირის შესახებ კლასიკურ თეორიებს, კეთილდღეობის სახელმწიფოს არსს, კეთილდღეობის სახელმწიფოს წარმოშობის ისტორიასა და ევოლუციას,  მის განსხვავებულ მოდელებსა და სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. გარდა ამისა, სემინარი დაეთმობა ნეოლიბერალური გლობალიზაციის კონტექსტში კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისზე მსჯელობას. კურსი ასევე დაეთმობა საქართველოში მოქმედ კეთილდღეობის ინსტიტუტებს, მათ შორის, შევეხებით ჯანდაცვის, შრომის, სოციალური დაცვისა და სხვა პოლიტიკებს. კურსს ექნება ინტერაქტიული ფორმატი, მონაწილეთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა დინამიური აქტივობებითა და დისკუსიებით (კითხვა-პასუხის სესიები, ჯგუფური სავარჯიშოებო, პრაქტიკული სიმულაციები და სხვა), რაც უზრუნველყოფს ცოცხალ და საინტერესო სასწავლო გარემოს ყველა მონაწილესთვის.
 
სემინარს წაუძღვებიან:
ია ერაძე 
კოტე ერისთავი 
ირაკლი ირემაძე
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები
„ფემინიზმი და ქალთა მოძრაობების“ სასემინარო მოდული მოიცავს, ფემინისტური აზრის ევოლუციას და ეყრდნობა ფემინისტურ თეორიაში საბაზისო ავტორებს, მოკლედ მიმოიხილავს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ძირითად, წყალგამყოფ ისტორიულ მომენტებს და ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის ეკონომიკაზე, ფემინისტური სოციალური პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე. გარდა ამისა, სემინარზე განიხილება, არა მხოლოდ გლობალური, არამედ ლოკალური გამოცდილებები და ქართულ რეალობაში მდგარი საჭიროებები თუ გამოწვევები. სემინარის ბოლო ნაწილი კი ეთმობა თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგის განხილვას და თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი დებატების თუ დილემების ანალიზს.
სემინარი მოიცავს, როგორც ნარატიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილებს. სწავლების პროცესი ითვალისწინებს ინტერაქციული მეთოდების ინტეგრირებას, შესაბამისად, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, შემოქმედებითი, ალტერნატიული და კრიტიკული ფორმებით გააზიარონ საკუთარი ხედვები თუ გამოცდილებები.
მოდული განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი გენდერის, სოციალური პოლიტიკის და ფემინისტური ისტორიის საკითხებს უკეთ გაეცნონ, ნათლად დაინახონ ამ საკითხებს შორის პარალელები და ინტერსექციულობის პერსპექტივით გაანალიზონ მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, სკოლა ორიენტირებულია საკვანძო საკითხებზე კრიტიკული დისკუსიის წარმართვისთვის სივრცის გახსნაზე განსხვავებული სოციალური ჯგუფებისთვის.
სემინარს წაუძღვებიან:
ელენე ბერიაშვილი
გუგა მალიაძე
ნინო ტურიაშვილი
ირაკლი ირემაძე
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები
პროგრესული იდეების სკოლის ეს მოდული წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა. 
სემინარი შედგება შემდეგი მოდულებისგან:
სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
სოციალ-დემოკრატიის ისტორია: საქართველო და მსოფლიო.
შრომის პოლიტიკა;
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
2024 წლის შემოდგომის სემინარს წაუძღვებიან:
ირაკლი ირემაძე
გიგა ბექაური
ანა მიხელიძე